Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ბოლო დღეს მასწავლებლების პრეზენტაციები მოვისმინეთ. თითეულ მასწავლებელს ორი ოპონენტი ჰყავდა,ერთი საუბრობდა დადებით მხარეებზე, მეორე ურჩევდა უკეთეს ვარიანტს.დღე საქმიანი და ბევრის მომცემი იყო.
დიდი მდლობა ქ-ნ ლალი გიგაურს საინტერესო და საჭირო ტრენინგისათვის.

მერვე დღის რეფლექსია

გადავხედეთ წინა დღის მასალას,დავასრულეთ პრეზენტაცია. პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე და გუგლ დრაივზე.მოვუსმინეთ და კომენტარი გავუკეთეთ რამოდენიმე პრეზენტაციას.

Tuesday, July 14, 2015

მოსწავლის პრეზენტაცია

<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/1XjtwvZby0AWuMQT3LS_7RX9Ht6J48mognEjc_5TghIM/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე-7 დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.გავიხსენეთ განვლილი მასალა, განვიხილეთ მოსწავლეების პრეზენტაციის ნიმუშები. გავაკეთეთ კომენტარები. განვიხილეთ შეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მივიღეთ დავალება მოვამზადოთ მასწავლებლის პრეზენტაცია.

Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მე-5 დღე საინტერესო და დატვირთული იყო. გავიხსენეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შევარჩიეთ მასალა, ვისწავლეთ სლაიდების შექმნა. მივიღეთ დავალება - მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.

Saturday, July 11, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით. გადავედით მე-2 მოდულის ახალ საკითხზე, კონკრეტულად დავიწყეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება. გავაანალიზეთ შეკითხვები, სათანადო რჩევები მივეცით ერთმანეთს, აქტიურად გვეხმარებოდა ტრენერი,შეკითხვები განვათავსეთ საკუთარ ბლოგებზე. გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო   შ ეფასების ინსტრუმენტების გასაცნობად.გავეცანით ინტელის სივრცეში განტავსებულ შეფასების მეთოდებს, შევარჩიეთ საკუთარი პროექტევისთვისს შეფასების მეთოდები და განვათავსეთ
პროექტის შეფასების ჩარჩოში
გავეცანით Google- Driver-is გამოყენებას.

Tuesday, July 7, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

       
ზოგადი:
  • რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ოთხფეხა მეგობრებს?
თემატური:
  • რა გავლენას ახდენს თქვენზე ცხოველები?
  • შინაური ცხოველები გიყვართ თუ გარეული?
  • გყავთ თუ არა ცხოველები სახლში?
შინაარსობრივი:
  • ჩამოთვალეთ თქვენთვის ცნობილი შინაური ცხოველები?
  • ჩამოთვალეთ თქვენთვის ცნობილი გარეული ცხოველები?
  • აღწერეთ თქვენი საყვარელი ცხოველი.

მესამე დღის რეფლექსია

დღე საკმაოდ დატვირთული იყო.დავასრულეთ მუშაობა ბროშურებზე, გადავხედეთ ესგ-ს, გამოვყავით ჩვენი პროექტებისთვის მისაღები და გამოსაყენებელი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორებო,გადავიტანეთ პროექტის გეგმაში,ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეიდან გამომდინარე მოსწავლეთა მიზნები,გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას.
პროექტის სასწავლო მიზნები.

მოსწავლეები შეძლებენ:





1გამოიყენონ სხვადასხვა მასალა ინფორმაციის მოსაძიებლად



2ინფორმაციის კლასიფიცირებას და კატეგორიზაციას

3მიღებული ცოდნის დემონსტრირებას, მის პრეზენტაციას

4თემის მორგებას ყოველდღიურ ცხოვრებაში

Monday, July 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა. გავეცანით კოლეგების საპროექტო იდეებს და დავაკომენტარეთ ნაშრომები. ვისწავლეთ ბროშურების შექმნა

ჩემი პროექტის იდეა

              ცხოველები ჩვენს ცხოვრებაში                                                                                                                               პროექტის იდეაშია სრული ინფორმაცია მივაწოდო მოსწავლეებს ცხოველების შესახებ, მივცემ საშუალებას გააკეთონ მათი კლასიფიკაცია, ბინადრობის არეალი, კვება.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, დაიყოფებიან ჯგუფებად, დაიწყებენ მსჯელობას ცხოველების სარგებლობაზე და მავნებლობაზე. ამის შედეგად გავდივართ მაღალ სააზროვნო დონეზე. ვიყენებ პოსტერებს, ვიდეო- ფილმებს და სხვა თვალსაჩინო მასალას.ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ შეძენილი ცოდნა ცხოვრებაში.

Sunday, July 5, 2015

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელს ეს არის პროექტებით სწავლება, ტექნოლოგიებზე აგებული სწავლება, შევისწავლეთ ბლოგის შექმნა, ამისათვის გავხსენით ელ.ფოსტა და გავხსენით ჩვენი ბლობი, შემდეგ გავუგზავნე ტრენერს